მიმართულებადაკარგული მთვარი პერიოდში -15:19-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმების და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა უფროსი თაობის ნათესავებთან ურიერთობისთვის, ბინის ინტერიერის შესაცვლელად დაკომფორტული გარემოს შესაქმნელად, საათის და საკენცალარიო ნივთების შესაძენად, ავტომობილის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქოწინებისთვის, კომერციული და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და ახალი პროექტების წარსადგენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. სასიკეთო დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების ხარისხი, გაამდიდრეთ რაციონი ხორცით და ზღვის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ოქროსფერი და მწვანე, კრემისფერი და ლურჯი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი და ყვითელი იასპი, აგატი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მიმზიდველობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შენასებს.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, შედარებით რთული იქნება დღე მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.