ბილი აილიში ავსტრალიური ,,ვოგის” ივლისის ნომრის სახეა.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქსელში 17 წლის ამერიკელი მომღერლის ის ფოტოები გავრცელდა, რომლებიც გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება.
ფოტოებზე, რომლებიც ჯესი ლიზოტმა გადაიღო, ახალგაზრდა ვარსკვლავი ,,ბალენსიაგას” ,,ოვერსაიზით” პოზირებს.