LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერებას ასხივებენ“ – ბილი აილიშმა შეყვარებული პირველად გამოაჩინა

166
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ბილი აილიში პირველად გამოჩნდა საჯაროდ თავის შეყვარებულთან, ნეთ ვულფთან ერთად. წყვილი ლოს-ანჯელესში გამართული ბილი აილიშის საკონცერტო ფილმის, Hit Me Hard And Soft: The Tour პრემიერას დაესწრო.

ბილი აილიშის იტალიური არდადეგები – არტისტისა და მსახიობის რომანი დადასტურდა

24 წლის მომღერალმა ღონისძიებისთვის თავისუფალი სტილის სამოსი შეარჩია, ეს გახლდათ მწვანე მაისური და შავი ქვედაბოლო. წყვილი ფოტოგრაფების წინაშე ერთად, ჩახუტებული პოზირებდა.

მათი ერთობლივი გამოჩენა ბილის გულშემატკივრების განსაკუთრებით ემოციური იყო. სოციალურ ქსელებში უამრავი დადებითი კომენტარი გავრცელდა:

„უსაყვარლესები არიან“, „ბილის ძალიან სიმპათიური პარტნიორი ჰყავს“, „ბედნიერებას ასხივებენ“, – წერენ ფანები.

ბილი აილიშმა მსახიობ და მუსიკოსს, ნეტ ვულფთან ურთიერთობა ოფიციალურად 2025 წლის ზაფხულში დაადასტურა. მოგვიანებით უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეთი გაგიჟებულია ბილიზე და იმედოვნებს, რომ მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდება.

,,მოპარულ მიწაზე არავინ არის არალეგალი” – ბილი აილიში და Bad Bunny „გრემის“ დაჯილდოებაზე ICE-ს დაუპირისპირდნენ

ბილი აილიში Youtube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბში მესამედ შევიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები