ბრიტნი სპირსმა გადაწყვიტა, რომ მზად არის, კიდევ ერთი შვილი ჰყავდეს. ინფორმატორების ცნობით, 34 წლის პოპ-მომღერალი ბავშვის აყვანას გეგმავს.
„ბრიტნის სურს ჩინეთიდან გოგონა იშვილოს. დიდი ხანია, ქალიშვილზე ოცნებობს,“ – ამბობს სპირსთან დაახლოებული პირი.
ბრიტნიმ ყველა საჭირო საბუთის შეგროვება უკვე დაიწყო, რათა რაც შეიძლება მალე მიიყვანოს პატარა გოგონა სახლში.