LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ შეიცვალა“ – ბრიტნი სპირსის პაპარაცული ფოტოები

487
safe-image

38 წლის პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი პაპარაცებმა კალიფორნიის ქუჩებში, „სტარბაქსიდან“ მომავალი დააფიქსირეს, მას თეთრი, თავისუფალი სტილის მაისური და  შორტები ეცვა, პირზე კი უცნაური, სახალისო პრინტიანი ნიღაბი ეკეთა. ის დაცვის თანხლებით მერსედეს ბენცის მარკის ავტომობილში ჯდებოდა.

ბრიტნის გარეგნობამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ყველაზე არავარსკვლავური ვარსკვლავი“, „როგორ შეიცვალა“. – წერენ კომენტარებში

ცნობისთვის, რაც ბრიტნიმ მამის მიერ კანონით დადგენილი მეურვეობა გააპროტესტა, საზოგადოების წინაშე ის პირველად გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ 38 წლის პოპ-ვარსკვლავი, ნამდვილი „ინსტაგრამის დედოფალია“. ის სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქტიურიბს და საზოგადოებას  ცხოვრებისეული მოვლენის ამსახველ ფოტო თუ ვიდეო მასალას უზიარებს.

გასულ თვეს, ხანგრძლივი თვითიზოლაციის შემდეგ ბრიტნი, თავის 26 წლის შეყვარებულთან, სემ ასგარისთან ერთად სანაპიროს ეწვია. ინტერნეტში წყვილის ფოტოები გავრცელდა, ისინი სანაპიროზე რუჯს ვირუსისგან დამცავი პირბადეებით იღებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები