რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა.
გოგონა, რომელსაც სავარაუდოდ სპეცრაზმელის გასროლილი რეზინის ტყვია მოხვდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსთველზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
დაშავებულებს შორის არის რუსთავი 2-ის ჟურნალისტიც.
რუსთაველზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან ერთად წყლის ჭავლიც გამოიყენს
რუსთაველზე სპეცდანიშნულის რამზები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებენ. გამოყენებული იყო ასევე წყლის ჭავლი.
რუსთაველზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზთან ერთად წყლის ჭავლიც გამოიყენს
დაშავებულებს შორის არის რუსთავი 2-ის ჟურნალისტიც.
აქციის მონაწილეები რუსთაველზე სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან და ისინი პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, თუმცა, ყველა მცდელობაზე პასუხად ცრემლსადენ გაზს იღებენ და რეზინის ტყვიებს იღებენ და უკან დახევა უწევთ. რუსთაველზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფები არიან.
ვიდეო: TV პირეველი