LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციული სისტემა, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი – ივანიშვილმა ცვლილებები დააანონსა

847
64845244_2358147204245211_3863647022070366208_o

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური რეფორმა დააანონსა – „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება.

მისივე თქმით, არჩევნები ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

“იმედი გვაქვს, რომ ამ გზით მივიღებთ 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური აქტორი იყო წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს.

ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური და ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველს იძლევა,” – განაცხადა მან ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ცვლილებებისკენ საზოგადოების და განსაკუთრებით კი ახალგაზრობის სურვილმა და მოთხოვნამ უბიძგა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

“ქართული ოცნების” ოფისში დილიდან ჯერ პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სწორედ სხდომის შემდეგ გააკეთა ივანიშვილმა განცხადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g