20 ივნისის აქციის შემდეგ პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირებით დაიწყო.
ხმაური გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნამ, დღის წესრგიში შევიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითვალისწინებს.
ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.
მარშანიამ ბოკუჩავას „სადისტი, მიშას დაქალი“ უწოდა. ამასთან, მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასაც დაუპირისპირდა, რომელიც მედიასაშუალებებთან კომენტარს აკეთებდა.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მედიის წარმომადგენლებსაც.
პარლამენტის პლენარული სხდომა „ევროპული საქართველოსა“და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარეშე განახლდა. ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით, დეპუტატებმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.