ხანმოკლე პაუზის შემდეგ სელინ დიონი პაპარაცებთან ისევ გამოჩნდა. 51 წლის მეგავარსკვლავი ფოტოგრაფებმა ამჯერად პარიზში გამოიჭირეს, როდესაც ის ვაჟთან, რენე ჩარლზთან ერთად მანქანიდან გადმოვიდა. სელინ დიონს დაცვის თანაშრომელთა უპრეცედენტო რაოდენობა იცავდა.
ვარსკვლავი, რომელმაც ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში, ამჯერად უცნაური ლუქით წარსდგა საზოგადოების წინაშე. მას წითელი კომბინეზონი ეცვა. ანსამბლს კი „ვალენტინოს“ კედები და წითელი ფერის სათვალე ასრულებდა.