საკონსულტაციო სააგენტო Trinity Aducation ფეისბუქმომხმარებლებს ამცნობს, რომ 15 წლის ნიტა ლომიძე ხელოვნების სკოლაში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი უნიჭიერესი სტუდენტი, ნიტა ლომიძე, სწავლას განაგრძობს კალიფორნიაში, აშშ-ს წამყვან კერძო სკოლა-აკადემიაში, Idyllwild Arts Academy. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიტას მიენიჭა პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია (Scholarship Award), რომელიც 50 000 $ აღემატება.
Idyllwild Arts Academy წლებია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებელთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს.
აკადემიური ბრწყინვალებით უმაღლესი A+ რეიტინგის მქონე აიდილვაილდის აკადემია, 2019 წელს აშშ-ს საუკეთესო არტ სკოლათა შორის კვლავ პირველ ადგილზე მოექცა – The 1st position in the Best High Schools for the Arts in America (Niche, 2019).
სკოლის დასრულების შემდგომ, მოწაფეები აბარებენ ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა Julliard, Stanford, NYU, Emerson, ა.შ.”