თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. ბიჭმა სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა შეყვარებულს, გოგონამ კი შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
ეს „სირცხვილიას“ მეთერთმეტე აქცია იყო. პარლამენტთან მომიტინგეები დღესაც 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ერთადერთი მოთხოვნით – ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
ვიდეო: Prime Time