ბრიტნი სპირსი ორი სასამართლო დავის მონაწილეა. მომღერალს ყოფილი მენეჯერი, სემ ლუფტი უჩივის და ამბობს, რომ ბრიტნიმ კუთვნილი ანაზღაურება არ მისცა. ლუფტს, თავის მხრივ, უჩივის სპირსიც და ამტკიცებს, რომ ცოვრების მძიმე პერიოდში მენეჯერმა იგი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული გახადა.
რამდენიმე დღის წინ საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მომღერალმა ჩვენება მისცა. მასთან ერთად სასამართლოს დარბაზში მამა, ჯეიმი სპირსი და ადვოკატი ენდრიუ უოლეტი იყვნენ. ჯეიმი სპირსის ყოფნა დარბაზში აუცილებელი იყო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბრიტნის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელი ჯერ კიდევ მომღერლის მამაა. იგი არის ადამიანი, რომელიც იღებს ბრიტნის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორც პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე – ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, ბრიტნი მამას ფინანსურად უზრუნვველყოფს. მომღერალი ჯეიმი სპირსს წელიწადში 130 ათას დოლარამდე თანხას აძლევს, ამასთან, იხდის მისი ოფისის არენდას და ფარავს სხვა ხარჯებსაც.