LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

335

თბილისის  მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას ეტაპობრივად იწყებს. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს უცნობი ჯარისკაცის საფლავის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლდება კიბის საფეხურების დაზიანებული მონაკვეთები, ძველი ფილები ახალი გრანიტის ფილებით შეიცვლება, ასევე კეთილმოეწყობა მიმდებარე ტეროტორია.

სამუშაოების პირველი ეტაპი 8 მაისს დასრულდება. მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები