უფლებამოსილების დროებით შეჩერება, მაგრამ არა სამსახურიდან გათავისუფლება – გადაწყვეტილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მიმართ უკვე მიღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. გიორგი ყაყიჩაშვილი ის სპეცრაზმელია, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს იარაღს ოპერატორს უმიზნებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყაყიჩაშვილი გათავისუფლებული არ არის და მას უფლებამოსილება დროებით, აქციის დარბევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.
უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადააჭარბა.
უნდა დაისაჯოს! - ივანიშვილმა დარბევაზე პირველი კომენტარი გააკეთა
შეგახსენებთ, თბილისში ანტისაოკუპაციო აქციები უკვე ორი კვირაა იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. მომიტინგეები 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სწორედ გახარიას აკისრებენ.