LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძიმეა, როდესაც ვუყურებ, მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა: გომელაური

102
FORTUNA.GE-

“ადამიანები ვართ ყველა. რაც მოხდა 20 ივნისსაც, როცა ხედავ, რომ შენს თვალწინ შენს მეგობარს 20 კაცი ურტყამს, სცემს, ჩაფხუტს აგლეჯს, რა თქმა უნდა, ღიზიანდები, იქ უკვე შენ მინისტრიც აღარ გაინტერესებს”,  – შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ძალიან მძიმეა მისთვისაც, როდესაც უყურებს ტელევიზორში, როგორ მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს.

ვახტანგ გომელაურმა ამის შესახებ პარლამენტში, “მინისტრი საათის” ფარგლებში გამოსვლის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, თავადაც ყოფილა რიგითი სპეცრაზმელის როლში და “ძნელია ნერვების მოთოკვა”:

“ძალიან მძიმეა ჩემთვისაც, როდესაც ვუყურებ ტელევიზორში მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს. რაც მოხდა ცესკო-ს შენობასთან, ღიად არ მითქვამს, მაგრამ უნდა ვთქვა, ნამდვილად გაუსაძლისი პირობები იყო. ისეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ პირდაპირ. უნდოდათ, რომ ამტყდარიყო ჩხუბიც, ცემა-ტყეპაც, ხელკეტების ცემა. ჩემი ორი მოადგილე იყო ადგილზე და ვუთხარი, რომ ბიჭებს ჩაეთვალათ, რომ მე მაგინებდნენ აქტივისტები და ვუთხარი, ვთხოვე, რომ არ განძრეულიყვნენ ბიჭები და სწრაფად ვცვლიდით წინა რიგებს, იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ნერვები ეშლება. ადამიანები ვართ ყველა.

რაც მოხდა 20 ივნისსაც, როცა ხედავ, რომ შენს თვალწინ შენს მეგობარს 20 კაცი ურტყამს, სცემს, ჩაფხუტს აგლეჯს, რა თქმა უნდა, ღიზიანდები, იქ უკვე შენ მინისტრიც აღარ გაინტერესებს, არც მისი მოადგილე, არც შენი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვყოფილვარ მეც რიგითი სპეცრაზმელის როლში და იქ რომ შედიხარ, შენ წყვეტ. ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა, ამიტომ წინა რიგებს ვცვლიდით ნამდვილად, ახლა ვამბობ პირველად ღიად, რომ ეს ადამიანები არ გაღიზიანებულიყვნენ, ხელი არ დაერტყათ და არ წასულიყო დაპირისპირება მაქსიმალურად.” – თქვა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმინეს.

ამავე თემაზე:

ეს მხოლოდ სამინისტროს თემა არაა – ჩემი, თქვენი, ყველას ბრალია: ვახტანგ გომელაური მოზარდებზე ძალადობის საკითხზე

შეიძლება გვეღიმება, მაგრამ ქმარიც არის ხოლმე ნაცემი: გომელაური ოჯახში ძალადობაზე

შემცირებულია ყაჩაღობა, გამოძალვა, ბინების გაქურდვისა და მკვლელობის მცდელობა – გომელაური სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს

შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური

ფრიდონ ინჯია გომელაურს: ხომ არ გიფიქრიათ სასჯელის გამკაცრება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუმორჩილებლობას უცხადებს პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს

“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს

ჩემი თავი თქვენ ადგილზე ბევრჯერ დამიყენებია, მითქვამს, ასე ჰუმანურად მე ვერ შევძლებდი-მეთქი: წულუკიანი გომელაურს

გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა: გომელაური

არ ვიცი როდის დავაკავებთ – გომელაური ესებუაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები