პარლამენტში შსს-ს მინისტრს ვახტანგ გომელაურს „მინისტრის ფორმატში“ უსმენენ.
დეპუტატები მინისტრებს კითხვებს უსვამენ.
“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, კითხვისთვის დასმისთვის განკუთვნილი დრო მადლობის გადასახდელად გამოიყენა.
„კითხვა არ მაქვს. მინდა, საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრესა და თქვენ გითხრათ დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის.
ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილზე და მითქვამს, რომ არა, მე ამას, ასე ადამიანურად, ჰუმანურად, ასე მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი-მეთქი“. – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური