“ვფიქრობ, რომ მომართვიანობა იმატებს და არა ოჯახში ძალადობა, ბევრია კიდევ, რომელიც ჩვენამდე არც მოდის, რაიონებში უფრო მძიმე სიტუყაციაა, სამწუხაროდ, ვიდრე დედაქალაქში”, – ამის შესახებ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს, შს მინისტრმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე საუბრის დროს განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებებიც ტარდება.
“ცოტა შევფერხდით პანდემიიდან გამომდინარე და ისევ გავალთ და რაიონებში დავიწყებთ მოძრაობას და ჩვენი თანამშრომლები ჩაატარებენ ლექციებს”. – თქვა მინისტრმა.
მან კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პირობითად, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმართვიანობა შარშან იყო 400, დღეს არის 500. მისივე თქმით, იშვიათად, თუმცა ქმარიც ხვდებათ ნაცემი:
“მომართვიანობა გაზრდილია. შარშან თუ იყო, პირობითად, 400, დღეს 500-ია. ძალიან ხშირია, როდესაც მეზობელი რეკავს 112-ში და გვატყობინებს, რომ არის რაღაც ხმაური. მივდივართ და არის ბავშვი ნაცემი, არის მეუღლე ნაცემი. იშვიათად, მაგრამ არის ხოლმე ქმარიც ნაცემი. შეიძლება გვეღიმება, მართლა ყოფილა, რომ ქმარი იყო ნაცემი, ცოლმა ჩამარტყაო და თავგატეხილი დაგვხვედრია. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად ვიწყებთ გამოძიებას.
იყო ბევრი თემა, რომ დედა ყოფილა შვილის მხრიდან ნაცემი. რომ ვეუბნებით, რატომ არ დარეკეთო, შვილო, ეს ხდება დიდი ხანია, მაგრამ შვილს ხომ არ დავაჭერინებო? ეს დიდი უბედურებაა ყველა ჩვენთაგანისთვის და ქართველი კაცისთვის, მით უმეტეს. ყველა უნდა ჩაერთოს – მეზობელიც, და, ძმაც, შვილიც და არ უნდა იყოს სირცხვილი პოლიციისთვის შეტყობინება, ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს”. – აღნიშნა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურს დღეს საკანონმდებლო ორგანოში, “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.
შეგახსენებთ, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ.
ამავე თემაზე:
შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური
“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს