LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰუალინგის” ავიაკომპანია საქართველოდან აზიისა და ევროპის მიმართულებით რეისებს შეასრულებს

43

„ჰუალინგმა“ ჩინეთში შეისყიდა ავიაკომპანია, რომელიც  საქართველოს ბაზარზე შემოდის. როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,  „ჰუალინგ ჯგუფის“  ბაზა საქართველოში იქნება, ეყოლება ადგილობრივი თანამშრომლები და საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი უწოდა. მისი განცხადებით, აზიისა და ევროპის მიმართულებით რეისებს, სამომავლოდ, აშშ-ში პირდაპირი ფრენებიც დაემატება, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჰუალინგ ჯგუფს“ საქართველოს ავიაბაზარზე შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია. კომპანია რეისების შესრულებას გეგმავს „ბოინგ 737“ ტიპის ორი ბორტის მეშვეობით, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავიც დაემატება,

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g