LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასას სენსაცია: კეპლერის ტელესკოპმა 1284 ახალი პლანეტა აღმოაჩინა

69

1284 ახალი პლანეტა აღმოაჩინა კეპლერის თანამედროვე კოსმოსურმა ტელესკოპმა. როგორც ნასა აცხადებს, აღნიშნულ 9 პლანეტაზე წყლის ნიშნები ფიქსირდება, რაც მათი განმარტებით, თეორიულ დონეზე, სიცოცხლის ნიშნების არსებობაზე მიანიშნებს. აღმოჩენილი 1284 პლანეტიდან 550 ისეთივე კლდოვანია, როგორც დედამიწა. “ეს აღმოჩენა იმედს გვაძლევს, რომ საბოლოოდ ვიპოვით პლანეტას, რომელიც დედამიწას გავს,” – აცხადებს ნასას მეცნიერი, ელენ სტოფენი. საერთო ჯამში, 2009 -2013 წლებში კეპლერის ტელესკოპმა სულ 4302 სავარაუდო პლანეტა აღმოაჩინა. მათგან 1248-ზე მეცნიერებს დაზუსტებით შეუძლიათ თქვან, რომ აღმოჩენილი ობიექტები პლანეტებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g