LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ღვინის ფესტივალისთვის ემზადება

60

14 მაისს, ფუნიკულიორზე “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიხსნება. როგორც „ფორტუნას“ ფესტივალის დირექტორმა, იაგო ბითარიშვილმა განუცხადა, ფესტივალი 11 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება. ეს იქნება რიგით მე-7 ფესტივალი. მონაწილეობას მიიღებენ როგორც დიდი, ასევე პატარა მარნები, ჯამში 77 კომპანია, ასევე 104 ოჯახური მარანი. ისინი 2015 წლის მოსავალს წარმოადგენენ.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრები ღვინოს დააგემოვნებენ. მოეწყობა გათამაშებები. დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g