49 წლის მერაია ქერი „კოსმოპოლიტენის“ აგვისტოს ნომრის გმირია. მომღერალმა გამოცემისთვის ფოტოსესია მოაწყო და ღიად ისაუბრა პირადზეც. მან გაიხსენა მამაკაცები, რომლებთანაც რომანი ჰქონდა და თქვა, რომ ისინი ბევრად ცოტანი არიან, ვიდრე ეს პუბლიკას ჰგონია: „სულ 5 მამაკაცი მყავდა, თუ შემადარებთ შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებს, ეს ცოტაა“. ახალ ფოტოებზე მერაია საძინებლის ფონზე, სექსუალურ პერანგში პოზირებს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ორჯერ იყო დაქორწინებული, მესამე ქორწინება კი ჯეიმს პარკერთან მალევე ჩაიშალა. ამჯერად მომღერალი 36 წლის ქორეოგრაფს, ბრაიან ტანკას ხვდება.