„რადიო დუეტს” იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი თავს მომღერალს არ უწოდებს, მის ანგარიშზე უკვე ორი ნამუშევარია. ვაჟა დურგლიშვილის „უდარდელას” ჩაწერის იდეა თავად ვახოს ეკუთვნის, სიმღერა პაატა სილაგაძის სტუდიაში დამზადდა, იუმორისტული ხასიათის ვიდეორგოლზე მუშაობა კი, რომელიც 80-იანი წლების დისკოს სტილშია გადაწყვეტილი, უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში სატელევიზიო პრემიერას ვიხილავთ.