LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანჩაიზინგის სასწავლო კურსი კერძო სექტორისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისათვის

87

ქართული კერძო სექტორისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცნობიერება აიმაღლონ ფრანჩაიზინგთან დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და  საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (СLDP) ფარგლებში, 16-17 მაისს ორდღიან სასწავლო კურსს უმასპინძლებს.

აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან ფრანჩაიზინგის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბრენდების ქვეყანაში შემოსვლისთვის სათანადო საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას.

კურსის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულია დამსწრე აუდიტორიისთვის ფრანჩაიზინგზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება,  უკვე არსებული საერთაშორისო ბრენდების მაგალითების განხილვა და  გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი  დისკუსიის ნაწილში ასევე შესაძლებელი იქნება მოცემული სფეროს  პრაქტიკოსების გამოცდილების გაზიარება. ამასთანავე, საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ ქართული ბაზრის პერსპექტივებსა და სამომავლოდ ამ კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

კურსის დასრულების შემდეგ, 18 მაისს,  პროგრამის ექსპერტი შეხვედრას გამართავს იმ 20  კომპანიასთან, რომლებსაც სურთ საქართველოში  ფრანჩაიზის მიმღებნი იყვნენ. დაგეგმილია ექსპერტის მიერ სათანადო პროფესიული რჩევების გაცემა და ბიზნეს გეგმების შეფასება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g