LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომური თბილისის კედლის მხატვრობის ნაწილი გახდა [ფოტო]

1041
mako

გოგონა მწვანე ყურსასმენებით – ამ მეტსახელით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს უკვე ყველა იცნობს. ცოტა ხნის წინ, მისი სახე თბილისის ნაწილიც გახდა.

არტისტმა George Gamez-მა მაკო გომური კულტურულ ცენტრ “ფაბრიკის” მოპირდაპირე კედელზე დახატა.

ნახატზე მაკოს ცალი თვალი სახვევით აქვს ახვეული, ისევე როგორც აქციაზე დაშავებისას, მწვანე ყურსასმენები უკეთია და ხელში კატა ჰყავს [კატებისადმი მისი სიყვარულის შესახებაც უკვე ყველამ გაიგო].

მაკო გომურს საავადმყოფოდან გაწერისას კნუტი აჩუქეს (ფოტო)

ფოტოს, სადაც მაკო გომური კედლის ნახატთან არის გადაღებული, მისი და ია გომური ავრცელებს.

 

მაკო გომურის ჯანმრთელობის მდგომარეობა:

როგორც “ფორტუნასთან” მაკოს დამ ია გომურმა განაცხადა, ამ მხრივ სიახლეები არ არის. “მივყვებით ეტაპობრივად” – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ თვალის პროთეზზე საბოლოო გადაწყვეტლება ჯერ კვლავ არ იციან. მაკო დაკარგული თვალის ადგილას პროთეზის ჩასმისთვის მკურნალობას თბილისში გააგრძელებს. თუმცა, სად და როგორ მოხდება პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, უცნობია. ოპერაციის დაფინანსებაზე და დაგეგმვაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

18 წლის მაკო გომური საქართველოში 5 ივლისს დაბრუნდა. ის გერმანიაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა, სადაც მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მანამდე ის “ნიუ ჰოსპიტალსში” გადიოდა მკურნალობას.

შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.

20-21 ივნისის მოვლენები თბილისის კედლის მხატვრობაში, სხვა არტისტებმაც ასახეს: ქართლის დედა თვალზე აფარებული ხელით – გაგოშას ახალი პროტესტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g