LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართლის დედა თვალზე აფარებული ხელით – გაგოშას ახალი პროტესტი

1545
გაგოშ

ქართლის დედა თვალზე აფარებული ხელით – თბილისის ქუჩებში ახალი სტენსილი გაჩნდა. მისი ავტორი ქართველი ქუჩის მხატვარი “გაგოშაა” (Gagosh) , რომლის ნამუშევრებიც უმეტესად სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხება და მიმდინარე ამბების ილუსტრაციას წარმოადგენს.

„დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს“ – ქუჩის მხატვრის პროტესტი

ქუჩის მხატვარი ამ ნახატით ქვეყანაში მიმდინარე პორცესებს ეხმაურება, კონკრეტულად კი 20 ივნისის ღამეს, მაშინ, როდესაც ახალგაზრდები რუსი დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომას აპროტესტებდნენ, სპეცრაზმმა კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რეზინის ტყვიების გამო კი აქციაზე რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები