ინტერნეტში Hustlers-ის პირველი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა.
ჯესიკა პრესლერის New York Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიის – The Hustlers at Scores ეკრანიზაციაში, სხვებთან ერთად, ჯენიფერ ლოპესი, ქარდი ბი და Lizzo მონაწილეობენ. ისინი სტრიპტიზიორებს – რამონას, დაიმონდსა და ლიზს განასახიერებენ.
კინოსურათის მთავარი პერსონაჟი დესთინია, რომლის როლი კონსტანს ვუმ მოირგო. ის პროფესიონალი მოცეეკვავეების დახმარებით, სარფიან და რისკიან ბიზნესში ერთვება.
ლორინ სკაფარიას რეჟისორობით გადაღებული კრიმინალური დრამედია, სტრიპტიზის მოცეკვავეებისა და უოლ-სტრიტელი ბიზნესმენების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.
პროვოკაციულ კადრებს ფონად ბარდის სიმღერა – Money ადევს.
შეგახსენებთ, რომ Hustlers ეკრანებზე 13 სექტემბერიდან გამოჩნდება.