ცოტა ხნის წინ მსახიობმა სელმა ბლერმა განაცხდა, რომ მას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს და ამის გამო კინოს სამყაროში მუშაობას ვერ გააგრძელებდა. დროდადრო მსახიობიო მაინც ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სოციალურ ქსელში მომხმარებლებს საკუთარი მდგომარეობის შესახებ უყვება.
ბლერმა ამჯერად „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ცხენთან ერთად არის გადაღებული. ამ ცხენზე ჯირითი მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ავადმოყოფის გამო კი ამას ვეღარ ახერხებს. აქვე ის დასძენს, რომ მდგომარეობა გაუარესდა. 47 წლის ბლერს ოჯახიც გვერდში უდგას და მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს.