LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წელი გაფანტული სკლეროზის დიაგნოზიდან – სელმა ბლერი ჟურნალ Glamour-ის გარეკანზე ყავარჯნით გამოჩნდა

313
სელმა-ბლერი

მსახიობი სელმა ბლერი, რომელსაც 2018 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, თავს მშვენივრად გრძნობს. ამჯერად 51 წლის ვარსკვლავი ჟურნალ Glamour-ის გარეკანზეა და ფანტასტიკურად გამოიყურება ცისფერ, შავი ყვავილებით მოქარგულ კაბაში. სელმა ჟურნალის ფურცლებზე სხვა სამოსშიც პოზირებს და ყველგან ხელში ყავარჯენი უჭირავს.

ამჯერად სელმა აღარ მონაწილეობს ფილმებში, ის გაფანტული სკლეროზის ასოციაციაში მუშაობს. ის ასევე ჟურნალ Guide Beauty-ის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებს და გახლავთ კოსმეტიკური ბრენდის, QVC-ის ელჩი.

მძიმე სენით დაავადებული სელმა ბლერი სცენაზე უახლოესმა მეგობარმა, სარა მიშელ გელარმა გამოიყვანა

გაფანტული სკლეროზის განაჩენი არ არის – სელმა ბლერს „ემის“ დაჯილდოებაზე მაყურებელი მხურვალე ოვაციებით შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები