LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელმა ბლერი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1215
selma-bler-news

47 წლის მსახიობმა სელმა ბლერმა, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს ებრძვის, მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა. მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის კლინიკის პალატაშია გადაღებული. ბლერს თმა გაცვენილი აქვს, თუმცა ამბობს, რომ კურსი წარმატებული იყო და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს: „დღეს გადასარევი დღეა. მე გამწერეს კლინიკიდან, სადაც მედ პერსონალის მზრუნველობის ქვეშ ვიყავი. მომდევნო სამი თვე ჩემი იმუნიტეტი იკლებს, ასე რომ არანაირი კოცნა. ახლა მე ძალები უნდა მოვიკრიბო, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება არტურისთვის“, – წერს მსახიობი.

სელმას 8 წლის ვაჟი ჰყავს, რომელსაც პოსტებში ხშირად მოიხსენიებს. შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის გამო სელმა ბლერმა სამსახიობო კარიერაზეც უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები