LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Shell-ი მე-9 წელია გაყიდვების ლიდერია

174

კომპანია Shell-ი მე-9 წელია გაყიდვების ლიდერია. როგორც ”ფორტუნას” Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების მაკროდისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია TDC-მ აცნობა, Shell-ი მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელიც ზეთებსა დასაცხებ-საპოხ მასალებს ბუნებრივი აირის გადამუშავების გზით აწარმოებს. ინოვაციურ Pure Plus ტექნოლოგიაზე ინტელექტუალურ საკუთრებას დღემდე მხოლოდ Shell-ი ფლობს.

მათივე ინფორმაციით, GTL(Gas to liquids)-ი ანუ გაზის გათხევადებით საბაზისო ზეთის მიღების პროცესი 40 წელი იხვეწებოდა.  ამ ხნის განმავლობაში, Shell-ის ასზე მეტმა მეცნიერმა 3500-ზე მეტი პატენტი შექმნა.  საბოლოოდ Shell-მა მსოფლიოში პირველმა შეძლო, Pure Plus ტექნოლოგიით,ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალის ალტერნატიული, გაზის გათხევადებით და არა ნავთობის გადამუშავებით გზით წარმოება.

„მარგალიტი“ ასე ქვია მსოფლიოში ერთადერთ GTL ქარხანას, რომელიც  ყატარშია განლაგებული. პროექტში 20 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.  მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და  6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.  Shell-ის „მარგალიტი“ ზომით ნიუ იორკის ცენტრალურ პარკს უტოლდება. დღიურად იქ 1.6 მილიარდი კუბური გაზის გადამუშავება-გათხევადება ხდება, რის შედეგადაც მიიღება 30 000 ბარელი საბაზისო ზეთი, რაც საკმარისია 225 მილიონი მანქანის სინთეტიკური ზეთით მოსამარაგებლად  მთელი წლის მანძილზე”, – განაცხადეს TDC-ში.

მათივე ინფორმაციით, Pure plus ტექნოლოგია, რომელიც მოიაზრებს გათხევადებული აირიდან საბაზისო ზეთის მიღებას, შესაძლებელს ხდის უპრეცედენტო მახასიათებლების ზეთის შექმნას.  ასეთი გზით მიღებული სინთეტიკური ზეთები უკეთ იცავს ძრავს ცვეთისა და კოროზიისგან, უნარჩუნებს მას ქარხნულ სიმძლავრესა და სისუფთავეს. Pure Plus ტექნოლოგიით შექმნილი ახალი Shell Helix Ultra  ხასიათდება 50%-ით ნაკლები დანაკარგით აორთქლებისას და გამოირჩევა საუკეთესო დენადობით, რაც უმნიშვნელოვანესია ძრავის სწრაფად გასათბობად.  ინფორმაცია დადასტურებულიაVG ნალექის ტესტის შედეგებითა დასხვადასხვა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში API SN ავტომწარმოებლებთა სპეციაფიკაციებთან შედარებით.

Shelllubricants-ი ერთადერთი ენერგო-კომპანიაა, რომელიც ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტს დებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანეგვასა და განვითარებაში. გაზის გათხევადებაზე მუშაობა Shell-მაჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო და შედეგად მსოფლიოში პირველმა შეძლო რევოლუციური Pure Plus ტექნოლოგიით ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების გაზის გათხევადების და არა ნავთობის გადამუშავების გზით  წარმოება.  სწორედ ინოვაციურობის,  მუდმივი განვითარებისა და  100 წლიანი გამოცდილების შედეგია, რომ უკვე მეცხრე წელია  Shell-იაბსოლუტური ლიდერია მსოფლიოში ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების გაყიდული რაოდენობის მიხედვით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g