ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში ოთხი ამერიკელი ტურისტი დაშავდა.
მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.