„დღეს გონიოს სანაპიროზე გამოწვეული ტალღების შედეგად ლამის დაიხრჩო 5 მოზარდი“ – ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაშველების – მანუჩარ წულუკიძის და გურამ რთველიაშვილის გმირობის შესახებ მათ მოქალაქემ მიაწოდა ინფორმაცია:
„დღეს გონიოს სანაპიროზე გამოწვეული ტალღების შედეგად ლამის დაიხრჩო 5 მოზარდი. ამ ორმა ადამიანმა, გამოცდილმა და დამსახურებულმა მაშველმა მანუჩარ წულუკიძემ და გურამ რთველიაშვილმა ისინი იხსნა…“ – მიწერა „მთავარს“ მოქალაქემ.
„ფორტუნა“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.
