LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მსუბუქი ავტომობილის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა

393
არ გადაკეთო

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 40 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები