LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

416
eshmakis borbali

 

31 წლის მამაკაცი მოძრავი “ეშმაკის ბორბლიდან” გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ის ბავარიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე Open Beatz Festival -ზე იმყოფებოდა.

მამაკაცს მკურნალობა სასწრაფო დახმარების ექიმმა ჰოსპიტალში გადაყვანამდე ჩაუტარა, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ dw.com  წერს.

პოლიცია ამბობს, რომ იძიებს, რამ გამოიწვია ახალგაზრდა მამაკაცის ე. წ. ეშმაკის ბორბლიდან გადმოვარდნა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა მწუხარება “ფეისბუქზე” გამოხატეს: “ჩვენ მისი ოჯახი წევრებს და ნათესავებს ვუსურვებთ გამძლეობას და ერთიანობას ამ მძიმე წუთებში”.

 

Open Beatz ყველაზე დიდი ელექტრონული ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 20 ათასზე მეტ ადამიანს მასპინძლობს.

mazda magti 5g