LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონ ფუნტად შეფასებული „ბეტმობილი“ ავარიაში დაიმტვრა

168
batmovile-crash

Lamborghini-ს „ბეტმობილი“ საფრანგეთის გზაზე Renault Scenic-ს დაეჯახა. ორივე ავტომობილი სერიოზულად დაიმტვრა, მძღოლებმა კი მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

„ბეტმობილი“ კომპანია Team Galag-მა სპეციალურად Youtube ვარსკვლავის -სებასტიან დელანისთვის შექმნა. ავარიის დროსაც საჭესთან სწორედ სებასტიანი იმყოფებოდა. ავტომობილი მოძრაობაში 560 ძალის V10 5.2 ძრავს მოყავს. რეპლიკამ მძლავრი საბურავები და სხვა განახლებები მიიღო და მისი ფასი ერთ მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.

როგორც შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, „ბეტმობილს“ წინა ნაწილი მთლიანად დამტვრეული აქვს. უსაფრთხოების ბალიში გახსნილია და მანქანას ტექნიკური დაზიანებებიც ექნება. თუმცა, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა დელანი იმედს არ კარგავს რომ საყვარელი ავტომობილის შეკეთებას შეძლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g