პრინცი ჰარი დედაზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამერიკულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დაიანა ცოცხალი რომ იყოს, შვილებით იამაყებდა. წამყვანმა კი ჰარის ძველი ფოტოსურათი გაახსენა, სადაც პრინცესა დაიანა შვილებთან ერთად „დისნეილენდშია“ გადაღებული.
ამჯერად პრინცმა გადაწყვიტა, 23 წლის შემდეგ „დისნეილენდში“ იმავე ატრაქციონზე დაშვებულიყო. ჰარი ორლანდოში მდებარე პარკში დაშვებისას ხმამაღლა ყვიროდა, რამაც ფოტოგრაფებს და ჟურნალისტებს 1993 წლის კადრი გაახსენა – „დისნეილენდში“ ჰარის, უილიამისა და დაიანას ვიზიტი.