LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები სადაც საწვავი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ღირს

134
cheap-petrol

სპეციალისტებმა იმ ევროპული ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს, სადაც საწვავი ყველაზე ხელმისაწვდომია. სია ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შედგა და მონაცემები 2019 წლის დასაწყისიდან დაითვალეს. საწვავის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების გათვალისწინებით გამოთვალეს.

პირველ ადგილზე კი ლუქსემბურგი გავიდა და მისი მაჩვენებელი საშუალო ხელფასზე 2,9 ათასი ლიტრი ბენზინია. საქმე ისაა, რომ ლუქსემბურგელებს საკმაოდ მაღალი შემოსავლები აქვთ და თან საწვავიც საკმაოდ იაფი ღირს. მეორე ადგილს 2,2 ათასი ლიტრით ნორვეგია იკავებს. სიაში შემდეგი პოზიციები – ავსტრიამ, ირლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა გაინაწილეს.

რაც შეეხება საწვავის ზოგად ღირებულებას, ფასები ყველაზე დაბალი ყაზახეთშია. იქ ერთი ლიტრი ბენზინის შეძენა – 1,30 ლარადაა შესაძლებელი. ტოპ-სამეულში ბელარუსი და რუსეთი მოხვდნენ. მეოთხე ადგილს უკრაინა იკავებს და მის შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნაწილდებიან.

საწვავის მაღალი ღირებულებით ლიდერი ჰოლანდიაა, სადაც ერთი ლიტრის ღირებულება 5 ლარზე მეტია. ასევე ძვირია საწვავი ნორვეგიაში, დანიაში, საბერძნეთსა და იტალიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g