ცენტრალურ აფრიკაში ქართული კონტინგენტის მოცულობა, შესაძლოა, გაიზარდოს. უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ შესაბამისი რეკომენდაცია დღეს პრეზიდენტს მისცეს.
”უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის ოცეულით გაზრდის საკითხი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს და ლაპარაკია ოცეულზე”, – განაცხადა იმერლიშვილმა.