LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიარა

128

პარლამენტმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება გაიზიარა და მის ვარიანტს მხარი ერთხმად დაუჭერა. პრეზიდენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი 84 ხმით გავიდა. შესაბამისად, ამის შემდეგ კენჭისყრაზე აღარ დამდგარა პარლამენტის მიერ მიღებული ის კანონპროექტი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილმა ხელი არ მოაწერა.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება დღეს დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.