LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავი არარეალურ სამყაროში მგონია“ – ჯადოსნური ფერები გომბორის უღელტეხილზე (ფოტოები)

1348
61162185-2249768171944639-5830300606899683328-n (1)

ჯადოსნური ფერები გომბორის უღელტეხილზე – კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უამრავი მომხმარებელი აზიარებს ქართველი ფოტოგრაფის, შაკო მამუკაშვილის თვალით დანახული გომბორის უღელტეხილის კადრებს.

ფოტოგრაფის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, (Shako Mamukashvili Photographer-Videographer) გომბორზე აღნიშნული ფოტოები მაისის ბოლოსაა გადაღებული.

„გუშინ კახეთში ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა, გომბორის უღელტეხილზე ასეთი ლამაზი კადრები გადავიღე“, – წერს Shako Mamukashvili Photographer-Videographer.

ქართველი ფოტოგრაფის გადაღებულ კადრებს სოც. ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა : “ხომ არ ღადაობ, თავი არარეალურ სამყაროში მგონია; ყოჩაღ, შაკო!; მაგ ადგილიდან ულამაზესია გომბორის ხედები, მაგრამ ასეთი კადრები?? საოცრებაა; ზღაპრულია”, – წერენ ფეისბუქის მომხმარებლები.

ცნობისთვის, კახეთისკენ გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზა ყველაზე მოკლეა. მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრი. ციცაბო და მკვეთრი მოსახვევები, მრავალფეროვანი ბუნება და საუკეთესო ხედები ისაა, რასაც უღელტეხილი მოგზაურებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები