ახალგაზრდა მამაკაცი კურორტ “ახტალის” ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ის გამვლელმა შეამჩნია და შესაბამის უწყებებს შეატყობინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 22 წლის მამაკაცი გურჯაანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელია.
მან სავარაუდოდ თავი მოიკლა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამ წუთებში კურორტის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.