დიზაინერმა მეგი გაბუნიამ მცირე ხნის წინ თავისი ბებია საინტერესო კამპანიაში გადაიღო და საკუთარი ნამუშევრები მოარგო. დღეს ანჟელა გიგილაშვილს 92 წელი შეუსრულდა და შესანიშნავად გამოიყურება, სოფელში შრომასაც ახერხებს და შვილთაშვილებს თავისი ნახელავით ანებივრებს.
როგორც მეგი წერს:
„დღეს ამ გოგოს დაბადების დღეა.
როგორც თავად ამბობს, ოთხმოცდამეთორმეტეში გადავიდა…92
ბევრი იშრომა მთელი ცხოვრება, ძალიან ბევრი…
დღემდე ასეა. ერთი წამი არ ჩერდება.
სოფელში დაუღალავად შრომობს. მურაბა, ტყემალი, ჯემი, ჩურჩხელა, მისი ნახელავი ყველაფერი ძალიან გემრიელია…
შარშან მოდელობაც მოასწრო და თავი უფრო მეტად შეგვაყვარა
2 შვილი ჰყავს
5 შვილიშვილი და მე-10 შვილთაშვილის მოვლაშიც მიიღებს მონაწილეობას.
ეს ჩემი ტკბილი ანჟელა ბებოა“.