პოლიციამ ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთ შელაპარაკებისას, ნაცნობს – დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
