LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და მედიკამენტები ჩვენი გუნდის პრიორიტეტია – არჩილ თალაკვაძე

136
alucha

ჯანდაცვას და უსაფრთხოებას “ქართული ოცნება” გუნდის პრიორიტეტებს შორის ასახელებს. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტი პროგრამას – „35 დასახელების მედიკამენტი 1 ლარად“ – მხარს უჭერს. თალაკვაძე განმარტავს, რომ ჯანდაცვის კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული ამ პროგრამის მონიტორინგში.

„ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არის სწორი პრიორიტეტი. ჩვენ ძალიან ახლო კონტაქტში ვიქნებით საზოგადოებასთან. ის ბაზისური საჭიროებები, რომელიც ყველა საზოგადოებაში აქვთ მოქალაქეებს – ჯანდაცვა, სათანადო საცხოვრისი, უსაფრთხოება – ეს არის ჩვენი გუნდის პრიორიტეტი და მომავალშიც ასე იქნება. ამის მაგალითია საყოველთაო ჯანდაცვა, პენიტენციური სისტემის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ინიციატივა”, – აცხადებს თალაკვაძე. 

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებისთვის “ქართულ ოცნებას” საინტერესო პროგრამა ექნება.

“მერწმუნეთ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას იმ მიმართულებით, სადაც არის ევროპა და ევროპული ღირებულებები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g