ტელეკომპანია Spike TV-მ გასულ შაბათ-კვირას ტრადიციული დაჯილდოება Guys Choice Awards გამართა. ღონისძიებას უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის კრისი ტეიგენი, ჯონ ლეჯენდი, ჯიჯი ჰადიდი, მეთ დეიმონი, ბენ აფლეკი და ა.შ.
დაჯილდოების ცერემონიალზე ამჯერად ყველაზე მეტად ჯულია რობერტსს გაუმართლა. მსახიობი „ათწლეულის ქალად“ დაასახელეს. უკვე რამდენიმე წელია ჯულია ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაშია. საღამოს მეორე ვარსკვლავი მოდელი ჯიჯი ჰადიდი გახდა. 21 წლის ჰადიდმა ჯილდო მიიღო ნომინაციისთვის „ჩვენი ახალი გოგონა“.
„ოქროს რქები“ კატეგორიისთვის „ათწლეულის ბიჭები“ მიიღეს მეთ დეიმონმა და ბენ აფლეკმა.