LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადათხრილ გზებზე – ხაშურთან საცობია [ვიდეო]

315
mesxishvili23

ხაშურთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობია – ინფორმაციას ამის შესახებ  არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, მაგისტრალიდან ნაკადი გადათხრილ გზებზე ხვდება და ეს ყველაფერი მოულოდნელად, ყოველგვარი საგზაო ნიშნების გარეშე.

“ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადათხრილ გზებზე, თან სიურპრიზად, აი ასე, უცაბედად.

რამდენიმე კილომეტრიანი საცობია ხაშურთან. არც საინფორმაციო კამპანია ყოფილა, არც არავინ იცის, რომ დასავლეთისკენ ამ დანგრეულ გზას გაივლის.

არც საგზაო ნიშნები, არც არაფერი… ან ასეთ გზაზე რო უშვებთ ნაკადს, იქნებ ზოგიერთი ავტომობილი საერთოდ ვერ მოძრაობს ასეთ დანგრეულ გზაზე, ოფროუდია ჩვეულებრივი.

შეიძლება გზა კეთდება, მაგრამ ასე მოქცევა არის უპასუხისმგებლობა და მეტი არაფერი!” – წერს დავით მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები