LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოტების ავტორბოლა ზედმეტად მოსაწყენი გამოვიდა

91
roborace

ესპანეთში რობოტების ავტორბოლა გაიმართა. უჩვეულო შეჯიბრს რომელიც მსოფლიოში პირველი იყო, მონტებლანკოს იპოდრომმა უმასპინძლა. რობოტების რბოლაში აბსოლიტურად ჩვეულებრივი ავტომობილები მონაწილეობდნენ და განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მათ პილოტების ნაცვლად რადარების სისტემა მართავდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს იყო ურთულესი ალგორითმი რომელიც მეცნიერთა მრავალწლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს. თავად ავტომობილების უმრავლესობა კი საკმაოდ მძლავრი იყო და 400 ცხენის ძალის განვითარება მაინც შეეძლო. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს შეადგენდა.

სანახაობა იმაზე ბევრად მოსაწყენი გამოვიდა, ვიდრე ამის წარმოდგენა ვინმეს შეეძლო. საქმე ისაა, რომ რბოლის წესები ზედმეტად ზრდილობიანი იყო. რობოტები ერთმანეთს დიდად არ უპირისპირდებოდნენ და გზასაც უთმობდნენ ხოლმე, ამიტომ შეჯიბრი დაძაბული სულაც არ იყო.

ე.წ. „რობორეისი“ Team Arrival-ის გუნდმა მოიგო და თავის შესაძლებლობებს ისინი მომავალშიც აუცილებლად ცდიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები