ლა ლიგამ სეზონის ხარჯების რეკორდი დაამყარა (საუბარია ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე). თან ჯერ არ დამთავრებულა: დრო 2 სექტემბრამდეა. აი თუ ნეიმარიც დაბრუნდა…
ესპანეთმა 1 მილიარდიან ზღვარს გასულ ზამთარს გადააჭარბა, მანამდე კი არა მარტო ინგლისის პრემიერლიგას, სერია ა-საც ჩამორჩებოდა. 16/17 წლების სეზონში ბუნდესლიგაზე ნაკლებიც კი დახარჯა. მიზეზი „რეალისა“ და „ბარსელონას“ სატრანსფერო ბანებია.
ამ ზაფხულს ლა ლიგამ განაახლა ტოპ-6 უძვირესი ტრანსფერი: ლუი ფელიში („ბენფიკადან“ „ატლეტიკოში“ 126 მილიონად) და ანტუან გრიზმანი („ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ 120 მლნ).
ტოპ 5 ლიგის სატრანსფერო დანახარჯი
პრემიერლიგა – 1.55 მლრდ ევრო
ლა ლიგა – 1.21 მლრდ ევრო
სერია – 1.07 მლრდ ევრო
ბუნდესლიგა – 0.67 მლრდ ევრო
ლიგა 1 – 0.42 მლრდ ევრო
ხარჯების 46% „რეალსა“ და „ბარსაზე“ მოდის. თუ მათ „ატლეტიკოსაც“ დავუმატებთ, 65% გამოდის. ტოპებსა და დანარჩენებს შორის სხვაობა გიგანტურია.
ლა ლიგაში ხარჯების ლიდერები
რეალი – 305.5 მლნ ევრო
ბარსელონა – 255 მლნ ევრო
ატლეტიკო – 243.5 მლნ ევრო
სევილია – 124 მლნ ევრო
ვალენსია – 63 მლნ ევრო
თუმცა სხვა ესპანურ გუნდებსაც უჩნდებათ ფული. ერთ-ერთი მთავარი ფინანსურ კომფორტში ტვ-ფულია. ამ შემოდინებებს კი არა მარტო ორი მთავარი კლუბი, ყველა დანარჩენიც უერთდება.
Spanish TV money, 2017-18 (La Liga/AS)