LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ყველგან პრობლემაა: სპეცრაზმი რუსებს ამოწმებს და აძევებს

91

საფრანგეთის სპეცდანიშნულების ძალები რუს გულშემატკივრებს ამოწმებენ.

ქალაქ ლილთან, სადაც ხვალ რუსეთ-სლოვაკეთის მატჩი გაიმართება, სპეცდანიშნულების ძალებმა რუსების ავტობუსი გააჩერეს და ერთ-ერთ მათგანი დააკავეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ მას საფრანგეთიდან გააძევებენ.

„გვითხრეს, რომ შემოწმება ტარდება და ამისთვის საფრანგეთის პროკურორის ბრძანება არსებობს“, – განაცხადა რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების პრეზიდენტმა ალექსანდრ შპრიგინმა.

მისი ინფორმაციით, საფრანგეთიდან 50-მდე რუს გულშემატკივარს გააძევებენ. დეპორტაციას დაექვემდებარა ყველა ის რუსი გულშემატკივარი, რომელიც ქალაქ ლილთან, ფრანგმა სპეცრაზმელებმა შესამოწმებლად გააჩერეს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ხულიგნები ძალიან აგრესიულად იქცევიან. მათ ინგლისელ ფანებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს, რის გამოც რამდენიმე ინგლისელი საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. ცალკე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ შესაძლოა რუსი ქომაგების გამო რუსეთის ნაკრები ჩემპიონატიდან მოკვეთონ. გარდა ამისა, ოფიციალურმა ფრანგულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთიდან კარგად მომზადებული და ორგანიზებული ხულიგნების ჯგუფია ჩასული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g