LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი

48

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი გრძელდება. 13 ივნისს, რუსთაველის თეატრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ისრაელის თანამედროვე ქორეოგრაფიის დასის დადგმას “ვერტიგო 20” დაესწრო, რომლის ქორეოგრაფი ნოა ვერტჰაიმია.

თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი წელს პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს.

ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g